ბუნებრივი აირის გადასახადს დევნილებს სახელმწიფო სრულად უფარავს
ჯერჯერობით უცნობია, როდემდე გაგრძელდება ეს პროცესი
ქეთი კაპანაძე, კოალიცია დევნილთა უფლებებისათჳის
დევნილთა ჩასახლებებში მცხოვრებნი ამ ეტაპზე ბუნებრივი აირის გადასახადს კვლავ არ იხდიან. გორში, წმინდა წყალზე არსებული კოტეჯების მოსახლეობას სრული ინფორმაცია არ მოეპოვება როდიდან შეუწყდებათ სახელმწიფო სუბსიდია. ზოგი დევნილი ამბობს, რომ როგორც თავად იციან, უფასოდ ბუნებრივი აირით მიმდინარე წლის მაისამდე ისარგებლებენ, ზოგის განცხადებით კი მარტამდე ჰქონდათ ეს პრივილეგია. უმრავლესობა ამბობს, რომ ბუნებრივი აირის გადასახადი კოტეჯებში შესახლების დღიდან საერთოდ არ გადაუხდიათ, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებსაც გადასახადის გადახდის შემთხვევები ჰქონდათ.


წეროვანის ჩასახლებაში ძლიერი წვიმის შედეგად დაზიანებული დევნილთა კოტეჯების რეაბილიტაციას იწყებს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო.



”საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს” მონიტორინგი
სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა, 31 მარტს, გამოაქვეყნა საანგარიშო მოხსენება ”2008 წლის მეორე ნახევარში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლების დაცვის მდგომარეობის შესახებ”, სადაც ერთ-ერთი თავი, 28 გვერდი, ეთმობა 2008 წლის აგვისტოში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებრივ მდგომარეობას.
გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენლის მოხსენება